2018 წლის 4 ივლისიდან 18 ივლისის ჩათვლით გავიარე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის
მიერ ორგანიზებული ტრენინგი- ,,ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება
სასწავლო პროცესში"- ტრენერი ნათია ცინცაძე.
ტრენინგის მიზანი
იყო: საქართველოს სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო
ტექნოლოგიების ათვისებისა და გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში
ისტ-ის ინტეგრირებას ეროვნული სასწავლო გეგმის
მოთხოვნებისა და მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტების შესაბამისად.
კურსი მოიცავდა
32 საათს და იგი 8
დღის განმავლობაში ტარდებოდა.
თითოეული ტრენინგდღის ხანგრძლივობა 4 საათი იყო.
გრენინგი ძალიან საინტერესოდ იყო ორგანიძებული, ქალბატონი
ნათია ცდილობდა ყველა მსმენელამდე მაქსიმალურად მოეტანა ყველა ის საჭირო მასალა და
რესურსი რაც ასე მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის.
ტრენინგის განმავლობაში დავგეგმეთ
გაკვეთილი, ვისწავლეთ გუგლის
დოკუმენტით სარგებლობა და გავიგეთ ამ ფორმატში მუშაობის
უპირატესობები. იმვე ფორმატში შევძელით
სხვადასხვა ცხრილებზე მუშაობა.
Pover Poiunt-ში შევქმენით რამდენიმე სლაიდი,
რომელთაგან ერთი ჩვენს საგაკევთილო
თემას დავუკავშირეთ. გავიგეთ
ისეთი საიტების მისამართები,
სადაც შეიძლებოდა სხვადასხვა სასწავლო რესურსების
შექმნა. ერთერთი ასეთი იყო
LearningApps.org. შევქმენი თამაში, ვეცადე ტრენინგზე
დაგეგმილი გაკვეთილისთვის მომერგო.
ჩამოვაყალიბე შეფასების რუბრიკა.
ვისწავლეთ სასაწავლო პორექტის
დაგეგმვა.
შევქმენით ბლოგი , სადაც ტრენინგით გათავლისიწინებული მასალა
(გაკვეთილის გეგმა, Pover Poiunt- ში შექმნილი
პრეზენტაცია. თამაში, სასწავლო
პროექტი ) ავტვირთეთ.
ეს ტრენინგი ძალიიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო
ჩემი პროფესიული ზრდისთვის.
მომდევნო სასწავლო
წელს საგაკვეთილო მასალის დაგეგმვისას
აუცილებლად გამოვიყენებ ტრენინგზე
მიღებულ ცოდნასა და უნარებს,
რომ საგაკვეთილო პროცესი უფრო საინტერესო
და ეფექტური გავხადო.
დიდ მადლობას ვუხდი ამ ტრენინგის ორგანიზებისათვის პროფესიული
განვითარების ცენტრს და ქალბატონ ნათიას.
ძალიან დიდი მადლობა
ტრენერ ნათია ცინცაძეს
ტრენინგის ასე ორგანიზებულად
და საინტერესოდ წარმართვისათვის.